გამოიყენება შედარებით დაბალი დატვირთვის მქონე ადგილებში, როგორიცაა ადგილობრივი ქუჩების ტროუარები, საცალფეხო დაბაღის ბილიკები, გაზონები…
გამოიყენება მაღალი დატვირთვის ადგილებში – სატვირთო მანქანების პარკირების და ბენზინგასამართი სადგურების ადგილები, პორტები და დოკები.
გამოიყენება ყველაზე ხშირად გადასაადილებელ ადგილებში – მთავარი ქუჩების ტროტუარები, საცალფეხო მოედნები, საზოგადოებრივი
ტრანსპორტი და ველოსიპედის გზა.
სრული მოპირკეთების სერვისი:
კომპანია ლაკო ჯორჯია წლების განმავლობაში ახორციელებს მოპირკეთების სამუშაოების სრულ სერვისს. მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე კომპანია „ლაკო ჯორჯია“ გთავაზობთ უმაღლეს ხარისხს და მოპირკეთების სამუშაოების სრულ სერვისს:
ბულვარების, სკვერების, ტროტუარების, ავტოსადგომების, საცხოვრებელი ეზოების, კომერციული ობიექტების გარე პერიმეტრების დაგეგმვით, საპროექტო, დიზაინის და დაგების სამუშაოების სრული ციკლის წარმართვას. ასევე, გრუნტის დამუშავება, ქვაფენილის, ბორდიურისა და ცხაურის მოწყობა/მოპირკეთება.
ფილის იდეალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი რეგულარული მოვლა. იმისათვის, რომ თქვენი ქვაფენილი საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, რეგულარულად გაწმინდეთ ისინი ჭუჭყისა და ნარჩენებისგან. უფრო საფუძვლიანი წმენდისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხსნარი და ჯაგრისი, რომელსაც შემდეგ წყლის ჭავლით გადარეცხავთ. ასევე, სარეველებისგან დასაცავად რეკომენდირებულია ჰერბიციდის გამოყენება სეზონურად, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში. ზამთრის პერიოდში ნაკლებად რეკომენდირებულია უხეში ქიმიკატების გამოყენება.
Copyright © 2024. Powered by BLH