მოპირკეთების სამუშაოები
სრული მოპირკეთების სერვისი:
კომპანია ლაკო ჯორჯია წლების განმავლობაში ახორციელებს მოპირკეთების სამუშაოების სრულ სერვისს. მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე კომპანია „ლაკო ჯორჯია“ გთავაზობთ უმაღლეს ხარისხს და მოპირკეთების სამუშაოების სრულ სერვისს:
ბულვარების, სკვერების, ტროტუარების, ავტოსადგომების, საცხოვრებელი ეზოების, კომერციული ობიექტების გარე პერიმეტრების დაგეგმვით, საპროექტო, დიზაინის და დაგების სამუშაოების სრული ციკლის წარმართვას. ასევე, გრუნტის დამუშავება, ქვაფენილის, ბორდიურისა და ცხაურის მოწყობა/მოპირკეთება.
ფილის მოვლა
ფილის იდეალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი რეგულარული მოვლა. იმისათვის, რომ თქვენი ქვაფენილი საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, რეგულარულად გაწმინდეთ ისინი ჭუჭყისა და ნარჩენებისგან. უფრო საფუძვლიანი წმენდისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხსნარი და ჯაგრისი, რომელსაც შემდეგ წყლის ჭავლით გადარეცხავთ. ასევე, სარეველებისგან დასაცავად რეკომენდირებულია ჰერბიციდის გამოყენება სეზონურად, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში. ზამთრის პერიოდში ნაკლებად რეკომენდირებულია უხეში ქიმიკატების გამოყენება.